Citi-ს ანალიტიკოსებმა მესამე კვარტალში Brent–ის ტიპის ნავთობის საშუალო ფასის პროგნოზი ბარელზე 75 დოლარამდე, ხოლო მეოთხე კვარტალში 70 დოლარამდე შეამცირეს მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ირანმა კონფლიქტის მოგვარების შესახებ წინასწარი შეთანხმებას მოაწერეს ხელი რაც საშუალებას იძლევა, ველოდოთ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების სწრაფ აღდგენას.

ადრე ითვლებოდა, რომ ნავთობის ფასი მესამე კვარტალში ბარელზე 110 დოლარი, ხოლო მეოთხე კვარტალში 90 დოლარი იქნებოდა. Citi-ს ანალიტიკოსებმა ასევე შეამცირეს 2027 წელს ნავთობის საშუალო ფასის შეფასება ბარელზე 65 დოლარამდე, ადრე მოსალოდნელი 80 დოლარიდან ბარელზე.

ახალი საბაზისო სცენარი გულისხმობს აშშ-სა და ირანს შორის საბოლოო ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას და ივლისის შუა რიცხვებიდან – ივლისის ბოლომდე ჰორმუზის სრუტეში ნავთობის მდგრადი ნაკადის შექმნას შედარებით სტაბილური ტემპით.

Citi-ს მოლოდინია, რომ Brent-ის ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 81 დოლარი იქნება წელს. WTI-ის ნავთობის ფასი კი წელს ბარელზე 76 დოლარი, ხოლო მომავალ წელს 61 დოლარი იქნება.

ვრცლად interfax – ზე