მსხვილმა უცხოურმა ბანკებმა უკრაინის სანქციების ქვეშ მოქცეულ რუსულ IT კომპანიებთან ტრანზაქციებზე უარის თქმა დაიწყეს. ამის შესახებ რუსული Forbes-ი წერს.

გამოცემა წერს, რომ ჰონგ კონგის ბანკმა HSBC-მა, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, უარი უთხრა კომპანიას უცხოელი პარტნიორისთვის თანხის გადახდაზე.

მსგავსი პრობლემები, რამდენიმე უცხოურ საკრედიტო ინსტიტუტთან, უკრაინის მიერ სანქცირებულ IT კომპანია Step-ს და ელექტრონიკის დისტრიბუტორ OCS Distribution-საც შეექმნა.

აღნიშნულია, რომ შეზღუდვები შეეხო ფიზიკურ პირებსაც, მათ  უარი ეთქვათ საბანკო ანგარიშების გახსნაზე სომხეთსა და თურქეთში.

მსხვილი ბანკებისთვის, რომლებიც ცდილობენ მინიმუმამდე დაიყვანონ რისკები, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სახელმწიფო სანქციები იქნება დაწესებული კლიენტისთვის. ქვესანქცირებულ ორგანიზაციებთან მუშაობა ბანკებისთვის სარისკოა, ამიტომ ბაზებში მოხვედრა სერვისების შეწყვეტას და ანგარიშების დახურვას ემუქრება, აწერს გამოცემა.