2024 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 983 მილიონი ლარი. ინფორმაციას დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური აქვეყნებს.
ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 243 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 115 მილიონი ლარი.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 532 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 451 მილიონ ლარს.
2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.