გერმანიის უმსხვილესმა ბანკმა  - Deutsche Bank-მა, აქციების დეფიციტი აღმოაჩინა და თავის კლიენტებს განუცხადა, რომ მათ რუსულ აქციებზე სრულ წვდომას ვეღარ უზრუნველყოფს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

„გერმანიის უმსხვილესმა ბანკმა 9 ივნისით დათარიღებულ შენიშვნაში განაცხადა, რომ აღმოაჩინა ბანკის მიერ უკრაინაში შეჭრამდე გაცემული აქციების დეფიციტი. აქციები რუსეთში სხვა სადეპოზიტო ბანკშია“, - ნათქვამია მასალაში.

ბანკმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ ინვესტორებს საშუალება მისცა, დეპოზიტარის ქვითრების ნაწილი ადგილობრივ აქციებად გადაექციათ. კონვერტაცია განხორციელდა გერმანული ბანკის ჩარევისა და ზედამხედველობის გარეშე და Deutsche-მ ვერ შეძლო კომპანიის აქციების შეჯერება დეპოზიტარის ქვითრებთან.

Reuters წერს, რომ ეს პირველი მსხვილი ბანკია, რომელიც ოფიციალურად აცნობებს მფლობელებს დეპოზიტარის ქვითრების შესახებ, რომ მათ შესაძლოა არ ჰქონდეთ წვდომა ყველა აქციაზე. საუბარია მათზე, ვინც რუსული დეპოზიტარის ქვითრების ფლობას აგრძელებს.

სადეპოზიტო ქვითრები ბანკის მიერ გაცემული სერტიფიკატია, რომელიც წარმოადგენს ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის უცხოური კომპანიის აქციებს. ბანკი აღნიშნავს, რომ ეროვნული ავიაკომპანიის Аэрофлот-ის, სამშენებლო კომპანია Группа ЛСР-ის, სამთო და მეტალურგიული კომპანიის Мечел-ისა და ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატის აქციები გაქრა.

Deutsche Bank-მა დაამატა, რომ შეეცდება მეტი აქციები დაუბრუნოს მათ კანონიერ მფლობელებს. მაგრამ მან ასევე გააფრთხილა, რომ აქციების გაყიდვიდან მიღებული წმინდა შემოსავალი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად დაბალი იქნება, ვიდრე მიმდინარე საბაზრო ფასი.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მარტში Deutsche Bank-მა რუსეთში ოპერაციების შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ფინანსურმა ინსტიტუტმა დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში.