„თოდუას კლინიკამ“ ექიმთან ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის ახალი სისტემა აამოქმედა. აღნიშნულ ცვლილებას რამდენიმე მიზანი აქვს. ესენია: ექიმის სამუშაო დროის ეფექტურად გამოყენება, გაცდენილი ვიზიტების რაოდენობის შემცირება და დაგეგმილი ვიზიტების უკეთ ორგანიზება.
ამიერიდან, პაციენტს ექიმთან ჩაწერა როგორც მობილური აპლიკაციის, ისე ვებ გვერდის საშუალებით შეუძლია. აპლიკაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღირსება არის Todua AI. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ასისტენტი პაციენტებს საჭირო სპეციალისტის შერჩევასა და ვიზიტის დაგეგმვაში კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში ეხმარება.
ახალი მოდელი განსაკუთრებით იმ პაციენტებს გამოადგებათ, რომელთაც ვიზიტზე ჩაწერა მაღალი მოთხოვნის მქონე ექიმებთან სურთ. ასეთ სპეციალისტების გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია და ადგილები რამდენიმე კვირით ან თვით ადრეა შევსებული. როგორც „თოდუას კლინიკაში“ აცხადებენ, მიუხედავად ამისა, ვიზიტების ნაწილზე პაციენტები არ ცხადდებიან. შესაბამისად, ამ დროით სხვა ადამიანებიც ვერ სარგებლობენ. ახალი სისტემის მიზანი ამგვარი შემთხვევების შემცირებაცაა.
აღსანიშნავია, რომ ახალი ციფრული ეკოსისტემა მხოლოდ ექიმთან ჩაწერის ფუნქციით არ შემოიფარგლება. მომხმარებელს ერთ სივრცეში აქვს წვდომა ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევების პასუხებზე, სამედიცინო დოკუმენტებსა და დანიშნულებებზე. სისტემაში წინა წლების გამოკველების შედეგებიც ინახება. ეს პაციენტს საშუალებას აძლევს, საკუთარი სამედიცინო ისტორია ნებისმიერ დროს ნახოს და მონაცემები ერთმანეთს მარტივად შეადაროს.
რას ნიშნავს წინასწარი დაჯავშნის ახალი მოდელი?
ვიზიტის დადასტურებისას პაციენტის სახელზე ექიმის გრაფიკში კონკრეტული დრო გამოიყოფა. ჯავშნის დასადასტურებლად საჭიროა თანხის წინასწარ გადახდა.
მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ გადახდილი თანხა სერვისის ღირებულების ნაწილია. ის მიღებული მომსახურების საფასურში სრულად ითვლება. შესაბამისად, ეს მომსახურების ღირებულებას არ ზრდის.
კლინიკის განმარტებით, ახალი მოდელის მიზანია როგორც პაციენტის დროის დაზოგვა, ისე ექიმის სამუშაო გრაფიკის უკეთ ორგანიზება. დადასტურებული ჯავშნის არსებობა ნიშნავს, რომ კონკრეტული დრო რეალურად კონკრეტული პაციენტისთვის არის გამოყოფილი.
რატომ გახდა ასეთი სისტემის დანერგვა საჭირო?
პროცესებისა და სერვისების გაუმჯობესება „თოდუას კლინიკის“ საქმიანობის ყოველდღიური ნაწილია. სამედიცინო ცენტრში ადამიანებს მათ ინტერესებზე ორიენტირებულ სერვისს სთავაზობენ. ახალი სისტემის დანერგვაც, გარკვეულწილად, სწორედ ამ მიდგომის გამოძახილია. გარდა ამისა, ეს სიახლე გარკევული გამოწვევების საპასუხოდ დაინერგა.
უფრო კონკრეტულად, კლინიკაში ერთ-ერთი პრობლემა ექიმთან გაცდენილი ვიზიტებია. ეს მაშინ ხდება, როდესაც პაციენტი წინასწარ დაჯავშნილ დროს კლინიკაში არ მიდის. შესაბამისად, ექიმის გრაფიკში ეს პერიოდი გამოუყენებელია და სერვისის მიღების შესაძლებლობა არც სხვა პაციენტებს არ აქვთ.
მაღალი მოთხოვნის მქონე ექიმებთან თითოეული ასეთი შემთხვევა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. თავისუფალი დრო შეიძლება სხვა პაციენტისთვის საჭირო ვიზიტის დასაგეგმად გამოიყოს.
„თოდუას კლინიკის“ კლინიკური მენეჯერის, სოფიო გოგნაძის, განმარტებით, ახალი მოდელის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დაუდასტურებელი და გაცდენილი ვიზიტების შემცირებაა. ამავე დროს, სისტემა პაციენტისთვის მოქნილი და გასაგებია.
შესაძლებელია თუ არა ვიზიტის დროის ცვლილება?
თუ ვიზიტამდე 3 კალენდარულ დღეზე მეტია დარჩენილი, პაციენტს შეუძლია ჯავშნის თარიღი ერთხელ შეცვალოს ან ვიზიტი გააუქმოს. ამის გაკეთება კლინიკის ცხელი ხაზის ან რეგისტრატურის საშუალებით არის შესაძლებელი.
ვიზიტის გაუქმების შემთხვევაში გადახდილი თანხა პაციენტს სრულად უბრუნდება.
სხვა წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ვიზიტამდე 3 კალენდარული დღე ან ნაკლები რჩება. ამ ეტაპზე ჯავშნის გადადება ან გაუქმება უკვე აღარ არის შესაძლებელი. ეს საჭიროა ექიმის დაჯავშნილი გრაფიკის შესანარჩუნებლად.
ამგვარი ვადების არსებობა პაციენტს საშუალებას აძლევს, ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება წინასწარ და დროულად მიიღოს. ამავდროულად,
ექიმის გრაფიკიც აღარაა გაურკვეველი.
წინასწარი გადახდა დაზღვევის შემთხვევაში - ის, რაც უნდა იცოდეთ
თუ პაციენტი დაზღვევით სარგებლობს, ვიზიტის დაჯავშნისას ის მხოლოდ ავანსს იხდის.
კლინიკაში ვიზიტის შემდეგ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ წინასწარ გადახდილ თანხასა და პაციენტის მიერ რეალურად გადასახდელ თანხას შორის სხვაობაა. თუ ავანსი საბოლოო გადასახდელზე მეტია, ზედმეტად გადახდილი თანხა პაციენტს სრულად უბრუნდება.
ამ შემთხვევაში წინასწარი გადახდა არ ნიშნავს, რომ პაციენტი საბოლოო მომსახურების საფასურს წინასწარ იხდის. ეს უბრალოდ ჯავშნის დასადასტურებლად საჭირო ავანსია, რომელიც შემდგომ მომსახურების ღირებულებაში ითვლება.
თითოეული მომსახურების ზუსტ ფასს Todua AI მოგაწვდით.
რას ცვლის ახალი სისტემა პაციენტისთვის?
ვიზიტის დაჯავშნის ახალი მოდელი, პირველ რიგში, ვიზიტის დაგეგმვის პროცესს უფრო მკაფიოს ხდის. პაციენტმა წინასწარ იცის, რომ კონკრეტული დრო მისთვის არის გამოყოფილი და ასევე იცის, რა პირობებში შეუძლია ჯავშნის შეცვლა ან გაუქმება.
ეს სისტემა მოსახერხებელია როგორც პაციენტისთვის, ისე კლინიკისთვის. მაგალითად, ეს ექიმების სამუშაო გრაფიკის უკეთ მართვის შესაძლებლობას ქმნის. თუ პაციენტი ვიზიტის გაუქმებას ან გადადების შესახებ ინფორმაციას წინასწარ დააფიქსირებს, გათავისუფლებული დრო შესაძლოა სხვა პაციენტმა გამოიყენოს.
ამ მოდელის კიდევ ერთი მიზანია დაუგეგმავი რიგების შემცირება. ვიზიტების წინასწარ დადასტურების საშუალებით, ექიმი სამუშაო განრიგის უფრო ორგანიზებულად დაგეგმავს.
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ახალი სისტემა ორ ამოცანას პასუხობს: პაციენტის დროს ზოგავს და ექიმს სამუშაო გრაფიკის უკეთ დაგეგმვაში ეხმარება. ამ პროცესის ბუნებრივი ნაწილია წინასწარი გადახდაც, ხოლო ჯავშნის შეცვლისა თუ გაუქმების წესები ყველაფერს კიდევ უფრო ორგანიზებულს ხდის.