გერმანიის უდიდესმა ბანკმა Deutsche Bank AG-მა პირველ კვარტალში წმინდა მოგება 9%-ით გაზარდა.
ბანკის პრეს-რელიზის თანახმად, მისმა წმინდა მოგებამ იანვარ-მარტში 1,158 მილიარდი ევრო შეადგინა (წინა წელს მოგება 1,06 მილიარდი ევრო იყო). ანალიტიკოსები საშუალოდ 1,12 მილიარდ ევროს პროგნოზირებდნენ.
Deutsche Bank-ის შემოსავალი 5%-ით - 7,68 მილიარდ ევრომდე გაიზარდა (7,328 მილიარდი ევრო იყო ერთი წლის წინ). ეს არის ყველაზე მაღალი კვარტალური მაჩვენებელი 2016 წლის შემდეგ.
საინვესტიციო საბანკო შემოსავალი 19%-ით შემცირდა 2,7 მილიარდ ევრომდე. მათ შორის ფიქსირებული შემოსავლითა და ვალუტის ფასიანი ქაღალდებით ტრანზაქციებიდან 17%-ით შემცირდა, საკონსულტაციო საქმიანობიდან - 31%-ით.
აქტივების მენეჯმენტის შემოსავალი 14%-ით შემცირდა და 589 მილიონი ევრო შეადგინა. გასული წლის განმავლობაში ბანკის მართვის დაქვემდებარებული მთლიანი აქტივები 19 მილიარდი ევროთი გაიზარდა და 841 მილიარდ ევროს მიაღწია.
კორპორაციულ კლიენტებთან მუშაობის განყოფილებამ შემოსავალი 35%-ით - 2 მილიარდ ევრომდე გაზარდა, ფიზიკურ პირებთან მუშაობით - 10%-ით, 2,4 მილიარდ ევრომდე.
სესხებზე შესაძლო ზარალის დასაფარად გამოქვითვები გაიზარდა 27%-ით - 372 მილიონ ევრომდე.
ხუთშაბათს ადრეულ ვაჭრობაში აქციების კვოტები 1%-ით დაეცა. ბანკის კაპიტალიზაცია ბოლო სამი თვის განმავლობაში 22%-ით (19,4 მლრდ ევრომდე) შემცირდა, DAX-ის საფონდო ინდექსი კი ამ პერიოდში 4%-ით გაიზარდა.