2026 წლის სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 285.77 მლნ აშშ დოლარი (746.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 10.1%ით (32.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2025 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკაში.
ამავე მონაცემების მიხედვით, ყველაზე დიდი ვარდნა რუსეთიდან გზავნილების შეეხო, აქ წლიურად გზავნილები 80%-ით - 39.487 მლნ აშშ დოლარიდან 7.858 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.
კლების მხრივ მეორე ადგილზეა ყირგიზეთი - 72.02%-ით, რომელსაც მოჰყვება ყაზახეთი - 33.95%-ით.
რაც შეეხება ზრდას, აქ მკვეთრი მატება დაფიქსირდა ლიბანიდან - 80.59%-ით, სამეულში შედიან საუდის არაბეთი - 31.75%-იანი ზრდით და არაბთა გაერთიანებული საამიროები 19.90%-ით.
რუსეთიდან ფულადი გზავნილები 80.1%-ით შემცირდა - ლიბანიდან 80.6%-ით გაიზარდა
5 ქვეყანა, საიდანაც სექტემბერში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად შემცირდა:
- რუსეთი: 7.858 მლნ აშშ დოლარი (2025 წლის სექტემბერი 39.487 მლნ აშშ დოლარი) კლება 80.10%
- ყირგიზეთი - 2.411 მლნ აშშ დოლარი (2025 წლის სექტემბერი 8.618 მლნ აშშ დოლარი) კლება 72.02%
- ყაზახეთი - 5.011 მლნ აშშ დოლარი (2025 წლის სექტემბერი 7.586 მლნ აშშ დოლარი) კლება 33.95%
- აზერბაიჯანი - 2.964 მლნ აშშ დოლარი (2025 წლის სექტემბერი 3.398 მლნ აშშ დოლარი) კლება 15.72%
- ირლანდია - 5. 278 მლნ აშშ დოლარი (2025 წლის სექტემბერი 6.164 მლნ აშშ დოლარი) კლება 14.38%
5 ქვეყანა, საიდანაც სექტემბერში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა:
- ლიბანი - 1.225 მლნ აშშ დოლარი (2025 წლის სექტემბერი 678.2 ათასი აშშ დოლარი) ზრდა 80.59%
- საუდის არაბეთი - 1.928 მლნ აშშ დოლარი (2025 წლის სექტემბერი 1.463 მლნ აშშ დოლარი) ზრდა 31.75%
- იორდანია - 1.131 მლნ აშშ დოლარი (2025 წლის სექტემბერი 931 ათასი აშშ დოლარი) ზრდა 21.50%
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - 2.218 მლნ აშშ დოლარი (2025 წლის სექტემბერი 1.850 მლნ აშშ დოლარი) ზრდა 19.90%
- ნიდერლანდები - 2.297 მლნ აშშ დოლარი (2025 წლის სექტემბერი 1.999 მლნ აშშ დოლარი) ზრდა 14.90%
ამასთან, სებ-ის სტატისტიკით 2026 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 36.9 მლნ აშშ დოლარი (96.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2025 წლის სექტემბრის (38.8 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.5% ნაკლებია.