„მოლოდინი იმისა, რომ რეფინანსირების განაკვეთი შემცირდებოდა იყო, გუშინ ეროვნული ბანკის მხრიდან ნათლად გაჟღერდა, რომ ინფლაციას წლის ბოლომდე 9,5%-მდე შეამცირებენ. წლის ბოლომდე დარჩენილია სამი სხდომა და ამ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 0,25 პროცენტული პუნქტით შეამცირებს, რაც ნიშნავს იმას, რომ  ბანკი სიფრთხილეს იჩენს.“ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ Galt&Taggart - ის ეკონომისტმა ლაშა  ქავთარაძემ ისაუბრა. მისი  თქმით ბაზარზე ცოტა მეტი დოზით შემცირება იყოს მოსალოდნელი, რადგან რეგიონში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე უკეთესი იქნებოდა მეტი სიმძიმე ზამთრის დასაწყისში ყოფილიყო ვიდრე წლის ბოლოს.

„ამიტომ 0,5%-ით შემცირება უფრო კარგი იქნებოდა 2024 წლის ეკონომიკური გარემოსთვის, მათ შორის ეკონომიკური ზრდისთვისაც. ვაცნობიერებთ იმას, რომ ეროვნული ბანკი ფრთხილია გამომდინარე იქიდან რომ წინა პერიოდებში  ინფლაცია საკმაოდ მაღალი იყო , მის მოთოკვას ბევრი ძალისხმევა დასჭირდა და ეს  ძალისხმევა  გამოჩნდა თვითონ ბიზნესის მოლოდინებში ეროვნული ბანკი ყოველთვიურად  აგროვებს ინფორმაციას ბიზნესისგან და ეს  მოლოდინები  უკვე ბოლო პერიოდში შენელებულია. ეროვნული  ბანკი რასაც  უსვამს  ხაზს  არის ის, რომ ინფლაცია რომელიც სახეზე  გვაქვს და ბოლოს იყო 0,6% ძირითადად გამოწვეულია  მიწოდების  ფაქტორით ,  ანუ  გლობალურ  ბაზრებზე ენერგომატარებლების  ფასების კლებით , რომელიც ლარის  გამყარებასთან ერთად  გადმოეცა ჩვენ ინფლაციას, თუმცა როგორც  ეროვნული ბანკი აღნიშნავს საქსტატის  ინფორმაციაზე  დაყრდნობით ადგილობრივი ინფლაცია კვლავ მაღალი რჩება  და  ეს ადგილობრივ  ინფლაციაზე  წნეხი  მომდინარეობს შიდა მოთხოვნიდან,  შიდა მოთხოვნის  მაჩვენებელი კი  არის ეკონომიკური  ზრდა,  რომელიც პირველ  ნახევარში  7,6%  იყო ,  საკმაოდ მაღალია, თან კიდევ  ეროვნულმა ბანკმა გადახედა  პროგნოზებს და  5%-დან 6%-მდე კიდევ  უფრო გაზარდა, ეს წნეხი რომელიც შესაძლოა ვერ  შენელდეს წლის ბოლომდე მნიშვნელოვნად, რომელიც  ეროვნული ბანკისთვის  მისაღები იყოს, ფიქრობს  რომ თუ საგარეო  ფაქტორები ზრდის  მიმართულებით  შემოტრიალდა, ადგილობრივი ფაქტორების  წნეხი  ინფლაციაზე  სოლიდურია და დაემატება ამას  და ინფლაცია ისევ  მაღალი  აღმოჩნდება, აქედან გამომდინარე  გადაწყვიტა  ეროვნულმა ბანკმა რომ შეინარჩუნოს  ცოტა მეტად გამკაცრებული  პოლიტიკა და ნელ-ნელა  გამოვიდეს ამ  სიმკაცრიდან.“ - აღნიშნა ლაშა  ქავთარაძემ.

ქავთარაძის თქმით რეგიონში საქართველოში ყაზახეთის მერე ყველაზე  მკაცრი მონეტრაული  პოლიტიკაა, რა იმაზე მიუთითებს  რომ შესაძლოა  ერობვნული  ბანკი  შესძლოა გადავიდეს  შერბილებაზე.

„მკაცრი მონეტარული  პოლიტიკა  მომდინარეობს  გარედან,  მაგალითად  როდესაც აშშ-ის ფედერალული რეზერვი,  ევროპის  ცენტრალურლი  ბანკი  ზრდიან  საპროცენტო  განაკვეთებს  და  ვხედავთ  არ  ჩერდებიან  ,  წინა კვრიაშიც  იყო  გაზრდა  დაფიქსირებული  ეს  გადემოეცა  ჩვენთან  ნაწილობრივ უცხოური  ვალუტის სეხებზე  საპროცენტო განაკვეთებს ,  გაზიარდა  იმაზე  მეტად  ვდირე  ეროვნული  ბანკმა  შეამცირა  საპორცენტო  განაკვეთი, და მოსალოდნელია  რომ  შაემციროს  წლის ბოლომდსაპორცენტო  განაკვეთი. აქედან გამომდინარე ამ მოცმულობით  წინა  წელთან  შედარებით  უფრო  მკცარი  საკრედითო  გარემო  გავქვს  და მესამე წლეია  მაღალი  ეკონომიკური  ზრდა  გავქვს  და  ეს  ზრდა  ხმარდაჭერილი  რომ იყოს  მონეტარული  პოლიტიკის  კომიტეტის  მხრიდან ვფირბდით  რომ უფორ  ნაადრევა მონეტარული  პოლტიკის შენელება  მისაღეი  ქინებოდა  დას  უფრო შეუწყობდ ა ხელს 2024 წის  ეკონომიკური  ზრდის  მაჩვენებელს.“ - აღნიშნა  ლაშა  ქავთარაძემ.

ლაშა ქავთარაძე აღნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკის 9%-მდე შემცირების შესაძლებლობა მაკროეკონომიკურად არსებბს, თუმცა მისივე თქმით  ეროვნული ბანკი ზედმეტ სიფრთხილეს იჩენს ამ მიმართულებით.