ავსტრიული Raiffeisen Bank International-ი (RBI), მოსკოვთან კავშირების გაწყვეტის ზეწოლის ფონზე, აქტიურ ნაბიჯებს დგამს რუსული შვილობილი კომპანიასთან იზოლაციისთვის. ამის შესახებ Reuters-ი 3 წყაროზე დაყრდნობით წერს.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ავსტრიის სიდიდით მეორე ბანკი იზოლაციისთვის ემზადება. თვეების განმავლობაში წარუმატებელი აღმოჩნდა მყიდველის პოვნის მცდელობა, რათა მოეგვარებინა კონფლიქტი რუსეთის ბიზნესთან, მაგრამ გზად ბევრ დაბრკოლებას წააწყდა, განსაკუთრებით საერთაშორისო მარეგულირებლების მხრიდან, წერს Reuters-ი.

Raiffeisen-ი ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი დასავლური ბანკია რუსეთში, რომელიც რუსებს გადახდებს სთავაზობს. ბანკის სპიკერმა განაცხადა, რომ Raiffeisen-ი „განაგრძობს მუშაობას პოტენციურ შეთანხმებებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს Raiffeisen Bank-ის გაყიდვა ან შვილობილ ორგანიზაციასთან იზოლაცია რუსეთში“.

თუ რუსული შვილობილი კომპანიის იზოლაცია მოხდება, RBI-ის მფლობელები, ავსტრიული კომუნალური ბანკების ხელმძღვანელობით, ვენის საფონდო ბირჟაზე ახალი კომპანიის აქციონერები გახდებიან.

გაურკვეველი რჩება, იქნება თუ არა ეს კომპანია ჭეშმარიტად დამოუკიდებელი RBI-სგან, რაც გადამწყვეტი ფაქტორია საიმისოდ - იქნება ის ავსტრიის ზედამხედველობის ქვეშ თუ ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) გავლენის ქვეშ.

Reuters-ის წყარო აცხადებს, რომ რუსულ კომპანიასთნ იზოლაცია უფრო სავარაუდოა, რადგან ნებისმიერ პოტენციურ მყიდველს დასავლეთის სანქციები აფერხებს.

გეგმა RBI-ს რუსეთისგან დაშორებას ისახავს მიზნად, მაგრამ ეს არ იქნება სრული კავშირის გაწვეტა. RBI-მ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან შეამცირა გარკვეული საქმიანობა რუსეთში, იგი ვალდებულია გააგრძელოს ოპერაციები ამ ქვეყანაში, რათა შეინარჩუნოს სათანადო მომსახურება.