2026 წლის II კვარტალში რადიომაუწყებლებმა რეკლამიდან 1.8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ეს რიცხვი 2025 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 7.9%-ით შემცირდა.

რადიო მაუწყებლების მიერ რეკლამიდან მიღებული შემოსავლიდან 86.8%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ დააგენერირა, 12.6% - სპონსორობამ, 0.6% კი - განცხადებებმა.

ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი კი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 46.7%-ით გაიზარდა და 25.8 მილიონი ლარი შეადგინა.