14 ოქტომბრის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ლარი აშშ დოლართან, თურქულ ლირასთან, რუსულ რუბლთან, აზერბაიჯანულ მანათთან, სომხურ დრამთან და უკრაინულ გრივნასთან გამყარდა. ამასთან, ევროსა და ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებით გაუფასურდა.
საქართველოს ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 2.5989 ლარი ღირს, რაც წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით 0.05 თეთრით მეტია ლარისთვის.
1 ევროს ღირებულება 2.9074 ლარია, რაც ლარის 0.08-თეთრიან გაუფასურებას ნიშნავს, ხოლო 1 ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 3.4415 ლარი ღირს — ლარი ამ ვალუტასთან 0.20 თეთრით გაუფასურდა.
რაც შეეხება სხვა ვალუტებს, 1 თურქული ლირა 0.0526 ლარი ღირს, 100 რუსული რუბლი — 3.0926 ლარი, 1 აზერბაიჯანული მანათი — 1.5290 ლარი, 1 000 სომხური დრამი — 7.1690 ლარი, ხოლო 10 უკრაინული გრივნა — 0.5762 ლარი.
აღნიშნულ ვალუტებთან მიმართებით ლარი, შესაბამისად, 0.01, 0.85, 0.03, 0.41 და 0.14 თეთრით გამყარდა.