ბანკმა EBRD-ისგან 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი მიიღო. მსესხებლები პროექტის ფარგლებში მიიღებენ წამახალისებელ გრანტებს/ქეშ ბექს, სესხის 15 %-მდე ოდენობით. დაფინანსება მიმართული იქნება კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდისა და მწვანე ტექნოლოგიებში ინვესტიციების ხელშესაწყობად.
პროკრედიტ ბანკი, როგორც ევროპული ბანკი საქართველოში და EBRD-ის გრძელვადიანი პარტნიორი, 10 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. აღნიშნული დაფინანსება ხელს შეუწყობს კერძო სექტორში კონკურენტუნარიანობასა და მწვანე ინვესტიციებს გაძლიერებას. დაფინანსების ფარგლებში, მსესხებლები მიიღებენ წამახალისებელ გრანტებს და ტექნიკურ დახმარებას. შედეგად, პროკრედიტ ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ევროკავშირი (EU) მხარდაჭერით, კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) მხარდაჭერას.
2023 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მიიღო. ეს ახალი დაფინანსება ხელს შეუწყობს ადგილობრივი კომპანიების ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას, ეკონომიკურ ზრდას და ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმის მიზნების მიღწევას.
დაფინანსება ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზეა მიმართული, რათა მათ შეძლონ პროდუქციისა და სერვისების მოდერნიზება ევროკავშირის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად და საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების გამოსაყენებლად. მოსალოდნელია, რომ სესხის სულ მცირე 70% მწვანე ტექნოლოგიებში ინვესტიციების დაფინანსებას მოხმარდება, შესაბამისად, მსესხებლებს შეეძლებათ გააუმჯობესონ გარემოს დაცვის პრაქტიკა და გაზარდონ რესურსების ეფექტიანობა, პროდუქციის ხარისხის, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ზომების სრულყოფასთან ერთად.
მსესხებლებს, რომლებიც წარმატებით განახორციელებენ ინვესტიციებს, უფლება ექნებათ მიიღონ წამახალისებელი გრანტები/ქეშ ბექი, სესხის 15 პროცენტამდე ოდენობით. გარდა ამისა, ისინი მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას განხორციელების პროცესში, ევროკავშირის დაფინანსებით EU4Business ინიციატივის ფარგლებში.
დაფინანსება EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის მორიგი ნაწილია. EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზი არის პროგრამა, რომელიც მოქმედებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და ფოკუსირებულია კაპიტალური ინვესტიციების ხელშეწყობაზე მოწინავე ტექნოლოგიებსა და პროცესებში და საუკეთესო პრაქტიკის წახალისებაზე, რათა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს (SMEs) შესაძლებლობა ჰქონდეთ გაზარდონ თავიანთი კონკურენტუნარიანობა.
პროკრედიტ ბანკი, საქართველო საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგის მიერ. პროკრედიტ ჯგუფს წვლილი შეაქვს გამჭვირვალე და ინკლუზიური ფინანსური სექტორის გაძლიერებაში და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში და ამასთან ხელს უწყობს ბიზნესების მდგრად განვითარებას.