ერთ ოჯახზე 1 000 ლარი - 2024 წლის მაისში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 229 ოჯახისთვის ერთჯერადი კომპენსაცია დაწესდა, - ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, რომლის მიხედვით, მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილ 229 ათას ლარს ჯანდაცვის სამინისტრო შემდეგ მუნიციპალიტეტებს გადასცემს:
- ახალგორის მუნიციპალიტეტი - 96 ათასი ლარი;
- ერედვის მუნიციპალიტეტი - 12 ათასი ლარი;
- თიღვის მუნიციპალიტეტი - 20 ათასი ლარი;
- ქურთის მუნიციპალიტეტი - 101 ათასი ლარი.
გაცემული კომპენსაცია არ წარმოადგენს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმების საფუძველს და აღნიშნული ოჯახები თავისუფლდებიან ამავე განკარგულების ფარგლებში მიღებული კომპენსაციის თაობაზე სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის შეტყობინების ვალდებულებისგან.