პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, არჩილ მესტვირიშვილს მთავრობასთან შეუთანხმებელ ქმედებებში ადანაშაულებს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სებ-ის საბჭოში არსებული ვაკანტური ადგილები დროულად იყოს შევსებული.
„როცა ექსპერტები საუბრობენ, უფრო მეტის უფლებას აძლევენ თავს, რომ რადიკალური შეფასებები გააკეთონ. ჩვენ ვალდებულები ვართ, ფაქტებიდან გამომდინარე ვისაუბროთ და მართლაც, რომ გადახედავ ბოლო მონაცემებს, არ ვიცი ეს არაპროფესიონალიზმით არის, თუ გარკვეული კონსპირაციული ფორმა ჰქონდა არჩილ მესტვირიშვილს, მაგრამ ფაქტია, ფასების ზრდაზე, ეკონომიკის ზრდის ან შემცირების საკითხებზე, სავალუტო კურსზე, ინფლაციაზე საკმაოდ დიდი ბერკეტები გააჩნია ეროვნულ ბანკს, მაგრამ ეს მთავრობის პასუხისმგებლობას არ ხსნის, ამიტომ საბჭოს შემადგენლობა უნდა იყოს დროულად დაკომპლექტებული.
ნებისმიერ დაწესებულებაში, მითუმეტეს საკონსტიტუციო სტრუქტურაში უნდა არსებობდეს ადამიანი, ვინც პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ ხელში. რეალობა, რასაც ვუყურებთ და ანალიზი რაც გაკეთდა, საკმაოდ სერიოზული საფრთხეები შეიძლება წარმოიშვას და ეს უნდა გამოირიცხოს. მაგალითები მოყვანილია, რომ პროგნოზი არასწორად გაკეთდა ერთხელ, ვალუტის კურსზე იყო გარკვეული გაუგებრობა. ისეთი თემებია, რაშიც მთავრობაც არის პასუხისმგებელი და მასთან შეუთანხმებელი ისეთი აქტივობებია ჩატარებული, რაც ნორმალურ პირობებში არ უნდა ტარდებოდეს,"- განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტი დღეს სალომე ზურაბიშვილის მიერ 23 თებერვალს დადებული ვეტოს დაძლევას და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს.
მთავრობასთან შეუთანხმებელი ისეთი აქტივობებია ჩატარებული, რაც ნორმალურ პირობებში არ უნდა ტარდებოდეს - გია ვოლსკი არჩილ მესტვირიშვილს
მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ქარხნის მფლობელებთან - დავუშვით 6-თვიანი გადავადება, რათა რუსული ნავთობისგან დივერსიფიკაცია მოახდინონ - ევროკომისიის პრესსპიკერი ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების პაკეტში შეტანაზე
რუსეთის წინააღმდეგ EU-ს ახალი სანქციები საქართველოში მოქმედ კრიპტოპლატფორმებსაც შეეხო
ჩვენ ველოდებით ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციას საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
სინგაპურში შეხვედრები საქართველოში ახალი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს - ირაკლი კობახიძე
"მხარეებმა განიხილეს ანაკლიის ნავსადგურის განვითარების გენგეგმის ალტერნატივები" - იოსელიანი ნიდერლანდებში შეხვედრებს მართავს