საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსებას წელს 125 მილიონი ლარით ზრდის - ამის შესახებ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტიდან ხდება ცნობილი.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროექტის დაფინანსება, რაც გათვალისწინებული იყო მომდევნო წელს, მიმდინარე წელსვე იქნება ათვისებული.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის კომპანიას დამატებით 125,0 მლნ ლარი გამოეყოფა მიმდინარე წელს, შესაბამისად აღნიშნული თანხა აღარ არის გათვალისწინებული 2027 წლის ბიუჯეტში“, - ნათქვამია ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.
თუმცა, გარდა უშუალოდ პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისა, საქართველოს მთავრობა 2027 წელს პორტამდე მისასვლელი 18-კილომეტრიანი გზის მშენებლობაზე 30 მილიონ ლარს დახარჯავს.