საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელი 9.61 ათას დოლარს შეადგენს, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მაღალია. მეზობელ ქვეყნებს შორის კი, საქართველო მესამე პოზიციაზე იმყოფება.

უფრო კონკრეტულად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო მონაცემებით, რეიტინგი ასე გამოიყურება:

  • თურქეთი - 16.88 ათასი დოლარი
  • რუსეთი - 15.08 ათასი დოლარი
  • საქართველო - 9.61 ათასი დოლარი
  • სომხეთი - 8.86 ათასი დოლარი
  • აზერბაიჯანი - 7.43 ათასი დოლარი

რაც შეეხება მსოფლიოს, სავალუტო ფონდის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებლით ლუქსემბურგი ლიდერობს, მას მოსდევს შვეიცარია, მესამე ადგილზე კი ირლანდიაა.

10 ქვეყანა, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მოცულობა ყველაზე მაღალია:

  • ლუქსემბურგი - 141.08 ათასი დოლარი
  • შვეიცარია - 111.72 ათასი დოლარი
  • ირლანდია - 107.24 ათასი დოლარი
  • სინგაპური - 93.96 ათასი დოლარი
  • ნორვეგია - 90.32 ათასი დოლარი
  • ისლანდია - 90.11 ათასი დოლარი
  • აშშ - 89.68 ათასი დოლარი
  • მაკაო - 84.28 ათასი დოლარი
  • კატარი - 72.76 ათასი დოლარი
  • დანია - 71.97 დოლარი

როგორც ცნობილია, მთლიანი შიდა პროდუქტი ქვეყნის სიმდიდრისა და ეკონომიკური სიძლიერის მაჩვენებელიცაა. მშპ ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშება კი ხდება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოსახლეობის რიცხვთან შეფარდებით.

წყარო: bpn.ge