მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სს „მისო ინტელექსპრესი“ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ჯამში 121,100 ლარით დააჯარიმეს.

სააქციო საზოგადოების აქციონერთა კრების შემადგენლობა ასეთია: თავმჯდომარე/წევრი: გიორგი სურგულაძე, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ქეთევან ქართველიშვილი, წევრი: თეიმურაზი კუცია. გენერალური დირექტორი კი დავით თავართქილაძეა.

მარეგულირებლის განმარტებით, კომპანიის მიერ რეგულაციების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. კონკრეტულად:

  • 8,000 ლარი - ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 4 შემთხვევაზე;
  • 100 ლარი - ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ანგარიშგების დაგვიანებით წარდგენისთვის;
  • 36,000 ლარი - მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების/გარიგებების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის 18 შემთხვევისთვის;
  • 4,000 ლარი - არასწორი ინფორმაციის წარდგენის 4 შემთხვევისთვის;
  • 15,000 ლარი - 5 კლიენტთან დაკავშირებით თანხის წარმომავლობის შესაბამისი შესწავლის არგანხორციელებისთვის;
  • 18,000 ლარი - 9 კლიენტთან მიმართებით საქმიანობის მიზნისა და ხასიათის დასადგენად პრევენციული ზომების არგადადგმისთვის;
  • 4,000 ლარი - კიდევ 4 შემთხვევისთვის, სადაც კომპანიამ არასწორი ინფორმაცია წარადგინა ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმებში.