მიმდინარე წლის იანვარ-მარტში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების მოცულობამ 1 866 001 812 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-იან ზრდას აფიქსირებს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების მოცულობა 1 641 272 403 ლარი იყო.
2023 წლის I კვარტალის მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მთლიანი პასივების რაოდენობამ 1 866 001 811 ლარს შეადგენდა, რაც წლიურად 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
პირველი კვარტალის ბოლოსთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ნაღდი ფულადი სახსრების მოცულობა 107 537 826 ლარს შეადგენდა, მთლიანი სესხების მოცულობა კი 1 580 623 694 ლარს.
სებ-ის ინფორმაციით, დარიცხული მისაღები პროცენტები და დივიდენდები 22 807 404 ლარი იყო, ხოლო მათ მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონების საერთო ღირებულება 4 881 204 ლარი.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მისო-ების ინვესტიციები საწესდებო კაპიტალში 1 034 926 ლარს შეადგენდა, ხოლო საანგარიშო პერიოდში ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები 48 860 663 ლარი იყო.