მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მოცულობა შემცირდა.
2023 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ტოპ მისო-ებს შორის ყველაზე მეტი ღირებულების ქონება „კრისტალს“ აქვს დასაკუთრებული და 438 840 ლარს შეადგენს, მეორე ადგილზე „მიკრო ბიზნეს კაპიტალია“ 242 277 ლარით, მესამეზე „ლაზიკა კაპიტალია“ 145 817 ლარით, მეოთხეზე კი 95 470 ლარის ქონებით „რიკო ექსპრესია“.
რაც შეეხება ტოპ მისო-ების სხვა ფინანსურ მაჩვენებლებს ასე გამოიყურება:
„რიკო ექსპრესი“ : წმინდა მოგება - 13.8 მლნ ლარი; მთლიანი აქტივები - 580 მლნ ლარი; მთლიანი ვალდებულებები - 275 მლნ ლარი; მთლიანი კაპიტალი - 305 მლნ ლარი; მთლიანი საპროცენტო შემოსავლები - 24.4 მლნ ლარი.
„კრისტალი“ : წმინდა მოგება - 1.6 მლნ ლარი; მთლიანი აქტივები - 424 მლნ ლარი; მთლიანი ვალდებულებები - 347 მლნ ლარი; მთლიანი კაპიტალი - 76.4 მლნ ლარი; მთლიანი საპროცენტო შემოსავლები - 24.4 მლნ ლარი.
MBC : წმინდა მოგება - 92 713 ლარი; მთლიანი აქტივები - 106 მლნ ლარი; მთლიანი ვალდებულებები - 87,8 მლნ ლარი; მთლიანი კაპიტალი - 18,9 მლნ ლარი; მთლიანი საპროცენტო შემოსავლები - 6.3 მლნ ლარი.
„ლაზიკა კაპიტალი“: წმინდა მოგება - 301 709 ლარი; მთლიანი აქტივები - 73.7 მლნ ლარი; მთლიანი ვალდებულებები - 60 მლნ ლარი; მთლიანი კაპიტალი - 13.7 მლნ ლარი; მთლიანი საპროცენტო შემოსავლები - 4 მლნ ლარი.