ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის მიმანიშნებელი („მე მიყვარს აჭარისწყალი“) კონსტრუქციის მოწყობაში 60 ათასი ლარის დახარჯვა იგეგმება.
შესაბამისი ტენდერი ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მეშვეობით 19 ივლისს გამოაცხადა. წინადადებების მღება 4 აგვისტოს დაიწყება და 9 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 59 772 ლარია.
დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ სამუშაოები უნდა შესრულდეს გეგმა-გრაფიკის ეტაპებით განსაზღვრულ ვადაში, რომელიც უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ვადაში და დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.