მსოფლიოში ყველაზე ყველაზე მაღალი ხელფასი მსყიდველობითი უნარის (PPP) გათვალისწინებით (რომელიც ქვეყნებს შორის ფულის მსყიდველობით უნარს ათანაბრებს იმ მიზნით, რომ ქვეყნების მონაცემები ერთმანეთთან უკეთ შესადარისი გახდეს), ლუქსემბურგშია, სადაც ყოველთვიური შემოსავალი $9,307-ს აჭარბებს.
რეიტინგში მეორე პოზიცია ბელგიას უკავია, სადაც საშუალო ყოველთვიური შემოსავალი $8,297-ია. რეიტინგის მესამე ადგილზე კი ნიდერლანდები მოხვდა, სადაც ხელფასი $7,234-ს შეადგენს.
რაც შეეხება საქართველოს, მონაცემების მიხედვით ქვეყანაში საშუალო თვიური ხელფასი $792-ია (2023 წლის მაჩვენებელი).
ტოპ10 ქვეყანა საშუალო თვიური ხელფასის მიხედვით:
| რეიტინგი | ქვეყანა | საშუალო თვიური ხელფასი (PPP-ით 2024) |
|---|---|---|
| 1 | ლუქსემბურგი | $9,307 |
| 2 | ბელგია | $8,297 |
| 3 | ნიდერლანდები | $7,234 |
| 4 | ავსტრია | $6,832 |
| 5 | აშშ | $6,273 |
| 6 | ფინეთი | $6,253 |
| 7 | ნორვეგია | $5,760 |
| 8 | დანია | $5,512 |
| 9 | ირლანდია | $5,441 |
| 10 | იტალია | $5,326 |