გალტ & თაგარტის 10–14 ივნისის კვირის მიმოხილვის მიხედვით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე წინა კვირასთან შედარებით, ზრდა მხოლოდ საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციებმა აჩვენა, თიბისი და საქართველოს კაპიტალის აქციების ფასები იკლებს.

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 37.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.34% წინა კვირასთან შედარებით და - 19.70% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1.36 მილიონ აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 36.35 - 39.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 164 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 23.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -6.14% წინა კვირასთან შედარებით და -19.66% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 557 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 23.00 - 25.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 87 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 8.64 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.69% წინა კვირასთან შედარებით და - 20.00% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 931 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 8.30 - 8.72 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 168 ათასი აქცია შეადგინა.