როგორ იყენებს საქართველო თავის საზღვაო შესაძლებლობებს, ასევე იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყენოს საქართველომ საზღვაო ქვეყნისათვის ბუნებრივად მინიჭებული უპირატესობა, „ინტერპრესნიუსი“ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორს, პაატა ცაგარეიშვილს ესაუბრა.

- ბატონო პაატა, საქართველოში მეზღვაურთა დღე აღინიშნა. ჩემდა სამარცხვინოდ, ამ დღის არსებობის შესახებ მხოლოდ მაშინ გავიგე, როცა წელს ბათუმში 25 ივნისს ამ დღის პომპეზურად აღნიშვნას ტელევიზიით მივადევნე თვალი.

ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ამბებით მოვისმინეთ ამ სადღესასწაულო დღის აღნიშვნისას. მაგრამ, ამავე თემაზე თქვენთან მომზადებული მასალა გამახსენდა, სადაც თქვენ ამბობდით, “საქართველოს შავი ზღვის აკვატორიას, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი და პარტნიორი ყაზახეთი უფრო იყენებენ, ვიდრე ჩვენო.”

იგულისხმება ის, რომ შავი ზღვიდან შორს მყოფი ყაზახეთი თავისი ქვეყნისთვის განკუთვნილი ტვირთებისთვის თავის გემს იყენებს, როგორც აზერბაიჯანი, რომლის გემებსაც აზერბაიჯანისთვის განკუთვნილი ტვირთები შემოაქვს.

„მეზღვაურის დღეს“ რომ უნდა აღვნიშნავდეთ კარგია, მაგრამ, სამწუხარო ისაა, რომ ჩვენ შავი ზღვა კი გვაქვს, მაგრამ დღეს საქართველოს ამ უპირატესობას ვერ თუ არ იყენებს. მეტიც, ჩვენი მეზღვაურების უმეტესობა სხვა ქვეყნის გემებზე არიან დასაქმებული, რადგან ჩვენი გემები არ გვყავს.

ამ თემებზე ფიქრისას თქვენ გამახსენდით და სოციალურ ქსელში თქვენი კვლევითი ცენტის გვერდზე შევედი, სადაც ამ თემაზე საინტერესო მასალასაც წავაწყდი.

მოდით საუბარი იმით დავიწყოთ, დღეს რეალურად რა არის საჭირო რომ ქვეყანამ აღიდგინოს საზღვაო პრესტიჟი და მისი დროშა გახდეს მიმზიდველი საზღვაო ქვეყნების თანამეგობრობაში?

- პირველ რიგში, მადლობა მინდა გითხრათ ამ საკითხით დაინტერესებისათვის. მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოზე გამავალი დერეფნით, 2030 წლისათვის გათვალისწინებულია ტვირთნაკადების საფეხურებრივი ზრდა.

ამას ემატება, მეზობელი ქვეყნების მიერ საზღვაო სფეროში, როგორც საკუთარი, ფლოტის რიცხოვნობის ასევე საზღვაო ინფრასტრუქტურის სიმძლავრეების გაზრდის ღონისძიებები - საქართველო, შავი ზღვის არეალში, როგორც ტვითნაკადების შემკრებ - გამანაწილებელი ქვეყანა, ამ პროცესის მიღმა ვერ აღმოჩნდება.

მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოზე გამავალი დერეფნით, 2030 წლისათვის გათვალისწინებულია ტვირთნაკადების საფეხურებრივი ზრდა

ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტას ესაჭიროება საზღვაო დარგის სისტემური განვითარება.

- დღესასწაულზე ამდენი მეზღვაურის ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდის ხილვა სასიხარულოა, მაგრამ, ფაქტია, რომ მათ იმის გამო ვერ ვიყენებთ ჩვენ ჩვენი გემები არ გვყავს. რა გამოდის - რადგან გემები არ გვყავს, ამდენ კვალიფიციურ მეზღვაურს ვის ვუმზადებთ?

- აბსოლუტურად მართებულად შენიშნეთ, როდესაც ქართველი მეზღვაურების ატრიბუტიკაზე გაამახვილეთ ყურადღება.

მეტიც, ისეთი საზღვაო ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, რომელიც ოდიდგანვე ფლობდა საზღვაო დროშას, გააჩნია სახელმწიფო საზღვაო მარეგულირებელი ორგანო, ახორციელებს დროშის სახელმწიფო კონტროლს, გააჩნია ნავსადგურები, სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი, ჰიდროგრაფიული სამსახური, სასწავლო ცენტრები, პერსონალი, პარალელურად წარმოადგენს - ნავსადურის სახელმწიფო კონტროლის შავი ზღვის მემორანდუმის მხარეს და მეზღვაურთა დასაქმების კუთხით გაფორმებული აქვს 70-ზე მეტ სახელმწიფოსთან მემორანდუმი, რატომ ვერ სარგებლობს საზღვაო ქვეყანა ყველა ამ პრიორიტეტებით?

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრი 1999 წლიდან ითვლება ღია რეესტრად, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ნებიმიერ, თუნდაც, უცხო ქვეყნის გემთფლობელს მცირე დანახარჯების შედეგად, შეუძლია მიიღოს დაბალი საშემოსავლო და სარეგისტრაციო მოსაკრებელი, ქართული დროშა, მათთვის არ არის მიმზიდველი.

როგორც შედეგი, ბოლო 10 წელიწადში საქართველოს დროშით დარეგისტრირებულია, საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის 30 ერთეული მცურავი საშუალება. ფაქტიურად საქართველოში არ არის რეგისტრირებული არც ერთი გემთფლობელი, რომელიც ფლობს მსხვილტონაჟიან საერთაშორისო რეისების განმახორციელებელ გემებს.

ბოლო 10 წელიწადში საქართველოს დროშით დარეგისტრირებულია, საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული, მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის 30 ერთეული მცურავი საშუალება. ფაქტიურად საქართველოში არ არის რეგისტრირებული არც ერთი გემთფლობელი, რომელიც ფლობს მსხვილტონაჟიან საერთაშორისო რეისების განმახორციელებელ გემებს

თვალნათლივი და პარადოქსულიცაა სტატისტიკა. კერძოდ, საქართველოს ნავსადგურებში, დროშის კუთვნილების მიხედვით შემუსულ გემებს შორის 2023 წელს, ქართული დროშით არცერთი გემი არ დაფიქსირებულა, როდესაც თურქეთის დროშით - 285, რუსეთის - 74 გემთშემოსვლა განხორციელდა.

თვალნათლივი და პარადოქსულიცაა სტატისტიკა. კერძოდ, საქართველოს ნავსადგურებში, დროშის კუთვნილების მიხედვით შემუსულ გემებს შორის 2023 წელს, ქართული დროშით არცერთი გემი არ დაფიქსირებულა, როდესაც თურქეთის დროშით - 285, რუსეთის - 74 გემთშემოსვლა განხორციელდა

ვრცლად: ipn.ge