2050 წლისთვის ჩქაროსნული მატარებელი ევროპის ყველა დიდ ქალაქს დააკავშირებს – ასეთია ევროპის ამბიციური გეგმა.

ბრიუსელიდან ბერლინამდე 6-საათიანი მოგზაურობის დროს „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი, ევროპარლამენტარი ტილი მეცი ამბობს, რომ ევროპის სარკინიგზო ქსელის აზიის ქსელის სიმაღლემდე აყვანაა შესაძლებელი.

„არ ვფიქრობ, რომ ეს უტოპიურია. ეს ნამდვილად პოლიტიკური ნების საკითხია, რადგან ფული არის, ახლა მხოლოდ თანმიმდევრული მიდგომა გვჭირდება. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გამოვიდეთ ეროვნული ეგოიზმის საზღვრებიდან“, – ამბობს ევროპარლამენტარი ტილი მეცი.

დღეს ევროკავშირის სარკინიგზო ქსელი დანაწევრებულია. კვლევების მიხედვით, ევროპულმა ქვეყნებმა 15 ტრილიონი ევრო საგზაო ინფრასტრუქტურაზე დახარჯეს, რკინიგზაზე კი არა.

ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჩქაროსნული მატარებლების დანიშვნით ერთ-ნახევარი მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნება, ნახშირორჟანგის ემისიები კი შემცირდება.

„ჩვენ უფრო ეფექტიანი ქსელი გვჭირდება. გვსურს, რომ კომისიამ სწავლებისთვის სუბსიდიები გამოყოს, რათა გვქონდეს უფრო სამართლიანი კონკურენცია. დღეს, უსამართლო სისტემა გვაქვს. ჩვენ სატრანსპორტო საშუალებებს შორის ყველაზე მწვანეს, მატარებელს, უნდა შევუწყოთ ხელი“, – განაცხადა ბელგიის ტრანსპორტის მინისტრმა, ჟორჟ გილკინეტმა.

ევროპაში თვითმფრინავით მგზავრობა უფრო პოპულარულია, ვიდრე მატარებლით, რადგან თვითმფრინავის ბილეთის ყიდვა უფრო იაფი და მარტივია.

„სხვადასხვა პოლიტიკური მიზეზის გამო მატარებლით საზღვრების გადაკვეთა რთულია, რადგან ეს ეროვნული მთავრობების პრიორიტეტი არ არის, არც სარკინიგზო კომპანიების. ამიტომაც მოვითხოვთ ევროკავშირისგან უფრო მეტ პოლიტიკურ ნაბიჯს.  მათ უნდა მიგვითითონ, რომ ეს  პრობლემები მოსაგვარებელია”, – ამბობს ექსპერტი ჯონ უორტი.

ამჟამად მთელი ყურადღება ევროკომისიაზეა მიმართული, რამდენად შეუძლია მას ამ პრობლემის გადაჭრა და ინვესტიციების მხრივ პრიორიტეტების გადანაწილება.

წყარო: euronewsgeorgia.