ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის თანამდებობას ალან ბერსე დაიკავებს.  ამის შესახებ განცხადებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ავრცელებს.

„ვულოცავთ ალენ ბერსეს, რომელიც ახლახან ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად ხუთი წლის ვადით აირჩიეს“, - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ.

ბერსე მოვალეობის შესრულებას 18 სექტემბრიდან შეუდგება.