ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 3.263 მლრდ გირვანქა სტერლინგამდე გაიზარდა. გასულ თვესთან შედარებით, გაზრდილია სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი.

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 32.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.65% წინა კვირასთან შედარებით და +15.34% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 865 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.70 - 35.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 135 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 24.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +6.64% წინა კვირასთან შედარებით და +12.16% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 479 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 22.75 - 24.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 73 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 8.49 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.17% წინა კვირასთან შედარებით და +7.06% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 290 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 8.10 - 8.53 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 109 ათასი აქცია შეადგინა.