ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 3.158 მლრდ გირვანქა სტერლინგია, რაც 33 მლნ სტერლინგით მეტია წინა კვირასთან შედარებით.

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 29.90 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), -0.99% წინა კვირასთან შედარებით და - 11.41% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 651 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 29.10 - 30.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 105 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 25.25 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), +2.85% წინა კვირასთან შედარებით და +3.91% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 358 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 24.35 - 25.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 62 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 8.60 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგში (GBP), +3.12% წინა კვირასთან შედარებით და +4.88% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 78 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 8.15 - 8.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 31 ათასი აქცია შეადგინა.