9 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარის კურსი დოლართან მიმართებით გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6005 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.0014 ლარით გამყარდა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით 0.0054 ლარით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9154 ლარი გახდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალ, 2026 წლის 10 ოქტომბერს ამოქმედდება.