24 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7110 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7141 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0031 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1860 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2007 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0147 ლარი შეადგინა.

გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 1.21 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.6517 ლარი გახდა.

ერთი ლირას კურსმა 6.54 თეთრი შეადგინა