კრიპტო-საზოგადოებაში პოპულარულმა ანალიტიკოსმა პიტერ ბრანდტმა, რომელმაც 2018 წლის კრიპტო-ზამთრის სწორად პროგნოზირება შეძლო, ყველა ტოკენი „დამარხა“, გარდა ბიტკოინისა. მან თავის მიმდევრებს Twitter-ზე კრიპტოვალუტის მომავალთან დაკავშირებით მოსაზრებები გაუზიარა.

„ბიტკოინი ერთადერთი კრიპტოვალუტაა, რომელიც ამ მარათონის დასრულებას შეძლებს. დანარჩენი კრიპტოვალუტები, მათ შორის Ethereum-ი, სიყალბე ან თაღლითობაა“, - წერს პიტერ ბრანდტი.

კრიპტო-საზოგადოების ბევრი წევრი დააბნია იმ ფაქტმა, რომ ანალიტიკოსმა Ethereum-ი, კაპიტალიზაციის თვალსაზრისით, თაღლითური პროექტების გვერდით დააყენა. მიმდევრების თხოვნის საპასუხოდ, აეხსნა რას გულისხმობდა Ethereum-ის შეფასებისას, ბრანდტმა დაწერა: „ვერცხლი ETH-სთვის იგივეა, რაც ოქრო - BTC-სთვის. ETH ალბათ გადარჩება, მაგრამ ნამდვილი მემკვიდრეობა BTC-ია.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ოქტომბერში ანალიტიკოსმა თქვა, რომ კრიპტოვალუტა მომდევნო 10 წელიწადში „ღირებულების მთავარი საცავი“ გახდება და ბიტკოინი აღარ იქნება დამოკიდებული სხვა ბაზრებზე: „საბოლოოდ, ბიტკოინი მხოლოდ ბიტკოინთან იქნება კორელაციაში“ და შთამბეჭდავი მაჩვენებლები ექნება, მაგრამ ბრანდტმა ეს მაჩვენებელი არ დააკონკრეტა.