2023 წლის 6 თვეში კომერციულმა ბანკებმა ჯამში 1.258 მლრდ ლარის წმინდა მოგება მიიღეს.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის ივნისში კომერციული ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 770.5 მლნ ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 566.8 მლნ ლარი. ივნისში კომერციული ბანკების ხარჯებმა 482 მლნ ლარი შეადგინა.

კომერციული ბანკების წლის პირველი ნახევრის მონაცემების მიხედვით, მომგებიანი„ ბანკების რეიტინგში ხუთეული „კრედომ“ დატოვა. გადასახადის გადახდამდე და გაუთვალისწინებელ შემოსავალ–ხარჯებამდე მომგებიანობით „კრედოს“ „პროკრედიტ ბანკმა“ აჯობა.

TOP 6 ბანკის მოგება (გადასახადის გადახდამდე და გაუთვალისწინებელ შემოსავალ–ხარჯებამდე) ასეთია:

ბანკები ივნისი 2023 მაისი 2023
საქართველოს ბანკი 723,5 მლნ ლარი 416 მლნ ლარი 
თიბისი   541,8 მლნ ლარი 347 მლნ ლარი
ლიბერთი 43,2 მლნ ლარი 24,9 მლნ ლარი
ბაზისბანკი 33,4 მლნ ლარი 22,3 მლნ ლარი
პროკრედიტ ბანკი 28,4 მლნ ლარი 18,7 მლნ ლარი
კრედო 24,4 მლნ ლარი 19,6 მლნ ლარი

2023 წლის ივნისში ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა - 7.5 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ 64.7 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 66.2 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.