2025 წლის ივლისში ხელფასის მიმღებთა უდიდესი ნაწილის შემოსავლები 1 200 ლარიდან 2 400 ლარის ფარგლებში იყო. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ამ კატეგორიაში ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 326 681-ს შეადგენდა.

ამავე მონაცემების თანახმად, ივლისში 9 711-მა ადამიანმა 100-ლარზე ნაკლები ხელფასი აიღო. ეს კი მაშინ, როცა საანგარიშო პერიოდში 329 ადამიანი 100 ათას ლარზე მეტ თვიურ ხელფასს იღებდა.

ამასთანავე, „ბიზნესპრენიუსის“ დათვლით, ივლისში 230 883 პირის ხელფასი 100 ლარიდან 1000-ლარამდე იყო, 643 391 პირის ხელფასი კი 1000 ლარიდან 9 600-ლარამდე.

აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში 9 600 ლარიდან 100 ათას ლარამდე ხელფასს ჯამში 31 444 მოქალაქე იღებდა.

www.bpn.ge