საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ 2025 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 331.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 5.0 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

 

,,ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე - ივლისის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია. 

აღსანიშნავიარომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარესებ- რეზერვების  შევსებას განაგრძობსმაგალითისთვისმარტში 101.7 მლნ-ისაპრილში 266.4 მლნ-ისმაისში 245.4 მლნ-ისხოლო ივნისში 266 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორდიელდაჯამურად 2025 წლის იანვარ-ივნისში წმინდა შესყიდვებმა 879.5 მლნ შეადგინაწმინდა შესყიდვების ივნისის სტატისტიკა კი 25 აგვისტოს გამოქვეყნდება. 

2025 წლის ივლისის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 15.1%-  (757 მლნ აშშ დოლარიშეადგენსოქროს ფასის ცვლილების შედეგადმონეტარული ოქროს ღირებულებამისი შეძენის მომენტიდან, 257 მლნ აშშ დოლარით გაიზარდარაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს."- აცხადებენ სებ-ში

 

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 8 სექტემბერს გამოაქვეყნებს.