რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი ქართველ მამაც ხალხს სიტყვისა და შეკრების უფლების გამოყენებისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოწოდების გამო უზარმაზარ ჯარიმებს აკისრებს. ის დასძენს, რომ ამის მიუხედავად, ქართველი ხალხი არ დაშინდება.

"ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი უზარმაზარ ჯარიმებს აკისრებს მამაც ქართველ ხალხს უბრალოდ სიტყვისა და შეკრების უფლების გამოყენებისა და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნის გამო. ქართველი ხალხი არ შეშინდება!", - წერს უილსონი.