ირლანდიელი ფერმერი ტომ კემპბელი ნაკელს ციფრულ ოქროდ აქცევს. ამისათვის სამი რამ არის საჭირო - თავად ნაკელის „მწარმოებლები“ (კემპბელსდიდი ფერმა აქვს არმაგის საგრაფოში), მაინინგ-დანადგარები და ანაერობული ფერმენტაციის მეთოდი.
კემპბელი გამომუშავებულ ელექტროენერგიას თავისი ფერმის საჭიროებებისთვის იყენებს, დანარჩენს - მაინიგ-დანადგარისთვის. ამის შესახებ Cointelegraph-ი წერს.
ანაერობული ფერმენტაციის მეთოდი არის ენერგიის მოპოვება განავლის დაშლის გზით. კემპბელის ფერმა ამ გზით 700 კვტ-მდე ელექტროენერგიას აწარმოებს. ეს საკმარისია 12 000 ოჯახის დასაკმაყოფილებლად.
ირლანდიაში 7,3 მილიონი ძროხაა. აქედან გამომდინარე, ქვეყანას აქვს დიდი რაოდენობით სასუქი და მისი ეკოლოგიური დამუშავების საჭიროება.
ანაერობული ფერმენტაციის პერსპექტიულ ტექნოლოგიად იქცა. ექსპერტებმა გამოთვალეს, რომ თუ ირლანდიის ყველა ფერმა ელექტროენერგიას ნაკელისაგან გამოიმუშავებს, ეს დაფარავს ქვეყნის ენერგეტიკული საჭიროებების 41%-ს.
ბიტკოინის გამომუშავების კემპბელის „მეთოდი“ შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ. მაგრამ ამას აზრი ორი მიზეზის გამო აქვს: პირველი ის არის, რომ ფერმერი არ ხარჯავს ზედმეტ მწვანე ენერგიას, ის თვითონ ქმნის. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ასეთი მაინინგი არ იწვევს ეკოაქტივისტების კრიტიკას. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ Greenpeace-მა კვლავ შეუტია ბიტკოინის ტექნოლოგიას და მოითხოვა ბლოკჩეინის გადატანა proof-of-stake ალგორითმზე.