კრიპტო-ბირჟა Binance-სა და Coinbase-ზე, აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიის (SEC) სასამართლო პროცესების ფონზე, ადგილი ჰქონდა დეპოზიტების მნიშვნელოვან გადინებას. ორივე პლატფორმიდან, საერთო ჯამში, თითქმის 4 მლრდ დოლარი გაიტანეს. ამის შესახებ Cryptomisto, Nansen-ისა და Glassnode-ის მონაცემებზე დაყრდნობით, წერს.
ანალიტიკოსის მოხსენების თანახმად, 5 ივნისიდან 8 ივნისამდე, მომხმარებლებმა გამოიტანეს 3,1 მლრდ დოლარი Ethereum ქსელში და 864 მლნ დოლარი ბიტკოინში.
CoinDesk-ის მონაცემებით ასევე ცნობილია, რომ Binance-დან თანხების წმინდა გადინებამ 2 მლრდ დოლარი შეადგინა Ethereum ქსელში და 838 მლნ აშშ დოლარი BTC-ში, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2022 წლის დეკემბრის შემდეგ.
თუმცა, მიუხედავად მისი სიდიდისა, ეს გადინება პლატფორმაზე არსებული მთლიანი აქტივების დაახლოებით 5%-ს წარმოადგენს. რაც შეეხება Coinbase-ს, ამ ბირჟიდან თანხების გადინებამ დაახლოებით 1 მლნდ დოლარი შეადგინა Ethereum ქსელის ტოკენებში და 25 მლნ დოლარი - BTC-ში.