რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამერიკელი მომღერლის ტეილორ სვიფტის საკონცერტო ტურნემ ბრიტანეთის ეკონომიკაზე.ამის შესახებ უცხოელ ანალიტიკოსებზე დაყრდნობით დეპუტატი რომან გოცირიძე წერს.

„ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი, ევროპული ტურნეს ფარგლებში, დიდ სტადიონებზე ორმოცამდე კონცერტს გამართავს, აქედან 18 კონცერტი ჩატარდება დიდ ბრიტანეთში. ანალიტიკოსების პროგნოზებით, კონცერტების სერიამ ბრიტანეთის ეკონომიკას შეიძლება მოუტანოს შემოსავალი 1,27 მილიარდი დოლარის ოდენობით. ამ ამბავში კურიოზული ის არის, რომ ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა, რამდენიმე თვით გადადო რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, რომელიც ჰქონდა დაგეგმილი, რადგან ჩათვალა, რომ ტეილორ სვიფტის ფანატების მიერ გაწეულმა დიდძალმა ხარჯებმა შეიძლება გამოიწვიოს ინფლაციის პროვოცირება. ღიმილის მომგვრელია, მაგრამ ფაქტია.“- წერს გორიციძე