საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-მდე გაზარდა - ამის შესახებ IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა ფინანსთა მინისტრთან და სებ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანლმა აღინიშნა, წელს საქართველოში ინფლაცია ეროვნული ბანკის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელზე ქვევით შენარჩუნდება. 

„2023 წელს ეკონომიკის ზრდა თავის პოტენციურ ტემპს, 5 პროცენტზე მცირედით მაღალ მაჩვენებელს მიუახლოვდება. ინფლაცია კი სებ-ის 3 პროცენტიან მაჩვენებელზე ქვევით შენარჩუნდება.

საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდა პოტენციურ მაჩვენებელთან ახლოს იქნება, რასაც ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები და გლობალური ეკონომიკური და ფინანსური პირობების მოსალოდნელი გაუმჯობესება შეუწყობს ხელს. 2024 წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება“,- განაცხადა ჯეიმს ჯონმა.

IMF-ის წინა პროგნოზით, 2023 წელს საქართველოში 4%-იან ზრდა იყო ნავარაუდები.