Georgia Capital PLC („საქართველოს კაპიტალი“) ადგილობრივ ბაზარზე $300 მილიონის მოცულობის ფასიანი ქაღალდის გამოშვებას გეგმავს. კომპანიის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ Georgia Capital-მა რამდენიმე საინვესტიციო ბანკს დაავალა განიხილონ ობლიგაციების პოტენციური გამოშვება საქართველოს კაპიტალის ბაზარზე.

„საქართველოს კაპიტალის” ინფორმაციით, ობლიგაციების განთავსებასთან დაკავშირებით სიახლის არსებობის შემთხვევაში საზოგადოებას მას გააცნობენ, თუმცა ჯერჯერობით პროექტში მონაწილეობის დაინტერესება არ გამოთქმულა. 

საქართველოს კაპიტალი ამ გზით 2018 წელს გამოშვებული 6-წლიანი ვადიანობის $300-მილიონიანი ევრობონდების რეფინანსირებას გეგმავს. აღნიშნული ბონდების დაფარვის ვადა 2024 წლის 9 მარტით არის განსაზღვრული.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს კაპიტალის“ ერთი აქცია 8.41 გირვანქა სტერლინგად ივაჭრება. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 364 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.