საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, არქიტექტურის სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს.

საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ავტორის, ცნობილი ქართველი არქიტექტორის, გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული დაფინანსება ექვს პარტნიორ უნივერსიტეტში, მათ შორის: 

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • თავისუფალი უნივერსიტეტი
  • აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს უნივერსიტეტი

გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. დაინტერესებულ სტუდენტებს პროგრამის პირობებისა და მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და განაცხადის შევსება შეუძლიათ ვებგვერდზე.

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge