ბოლო 20 წლის განმავლობაში ფინანსურმა სექტორმა 12 მილიარდი დოლარი დაკარგა კიბერთავდასხმების 20000-ზე მეტი შემთხვევის შედეგად, ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) უახლესი ანგარიშის მიხედვით.

კიბერთავდასხმების ეს მზარდი ტენდენცია განპირობებულია დიგიტალიზაციის და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზრდასთან. „კიბერ ინციდენტებმა, რომლებიც არღვევენ კრიტიკულ სერვისებს, როგორიცაა გადახდის ქსელები, ასევე შეიძლება მძიმედ იმოქმედოს ეკონომიკურ საქმიანობაზე. მაგალითად, ლესოტოს ცენტრალურ ბანკზე დეკემბრის თავდასხმამ შეაფერხა ეროვნული გადახდის სისტემა, ხელი შეუშალა შიდა ბანკების ტრანზაქციებს“, - წერენ მოხსენების ავტორები მაჰვაშ ყურეში,  ფაბიო ნატალუჩი და ფელიქს სუნთეიმი.

მას შემდეგ, რაც Covid-19 პანდემია დაიწყო, ფინანსური ფირმების მიერ დაფიქსირებული კიბერშეტევების შემთხვევები გაორმაგდა. გ

ავრცელებული ინფორმაციით, გაიზარდა კომპანიების მიერ ამ სექტორის პირდაპირი ზარალი. კერძოდ, ზარალი 2017 წლიდან ოთხჯერ გაიზარდა და 2,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის თქმით, ფინანსური ინსტიტუტები ექვემდებარებიან კიბერთავდასხმების რისკს სენსიტიური მონაცემებისა და ტრანზაქციების მოცულობის გამო, რომლებსაც ისინი ამუშავებენ.