არგენტინაში წლიური ინფლაცია შემცირებას განაგრძობს ,- ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული ბიუროს (INDEC) ოქტომბრის მონაცემები აჩვენებს.

სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის ოქტომბერში ყოველთვიურმა ინფლაციამ 2.3% შეადგინა, რაც მხოლოდ 0.2 პროცენტული პუნქტით აღემატება სექტემბრის მაჩვენებელს,  წლიური ინფლაცია კი 31.3%-მდე შემცირდა, რაც 2018 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

 შეგახსენებთ, რომ  2024 წლის აპრილში არგენტინაში წლიური ინფლაცია 289.4%-ს უტოლდებოდა, ხოლო მიმდინარე მონაცემებით, ლათინურამერიკული ქვეყნის ინფლაციის მაჩვენებელი დაახლოებით თურქეთის დონეზეა(32.87%).

ეკონომისტების შეფასებით, შემცირებული ინფლაცია ხელს შეუწყობს ეკონომიკური სტაბილურობის დაბრუნებას, სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვას და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას არგენტინაში.

ქვეყანაში შემცირდა რეალური სიღარიბის მაჩვენებელიც, UNICEF-ის უახლეს კვლევის მიხედვით,

2024 წელს სიღარიბეში მყოფი ბავშვების რაოდენობა 8 მილიონიდან 5.5 მილიონამდე შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ 2.5 მილიონმა ბავშვმა სიღარიბე დაძლია.

ფინანსურად ყველაზე მოწყვლად ოჯახებს შორის კი სიღარიბის დონე 48%-დან 31%-მდე შემცირდა.