მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სვის კაპიტალი" ეროვნულმა ბანკმა 3 000 ლარით დააჯარიმა - მიზეზი, ერთ კლიენტთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის დარღვევაა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ არ განახორციელა კანონმდებლობის შესაბამისად გარიგების ან/და ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლა.
ეს, "სვის კაპიტალისთვის" იგივე კანონის დარღვევისთვის დაკისრებული მეორე ჯარიმაა. პირველად მიკროსაფინანსო სებ-მა 2022 წელს 12 000 ლარით დააჯარიმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.