ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო „ლიდერ კრედიტი” 4000 ლარით დააჯარიმა.
ორგანიზაციას დარღვევები აქვს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის ანგარიშგების ნაწილში.
„შემოწმების პერიოდში დაფიქსირდა შემმოწმებელთა ჯგუფისათვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 2 (ორი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“-ს (2021 წლის 06 აპრილის შემდგომ რედაქციით) მე–3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2 000 ლარის ოდენობით, თითოეულ ფაქტზე“, — ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.