2023 წლის 2 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სებ-ის ცნობით, აუქციონზე გაიყიდა 17 100 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6330  შეადგინა.