დღეს Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ვაჭრობა $1/2.5215-ით დაიწყო, 12:00 საათისთვის 1 დოლარი 2.5175-ის ნიშნულზეა, რაც ბოლო პერიოდის გამყარების რეკორდული მაჩვენებელია.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5229 ლარი შეადგინა, ამაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლოს 2018 წლის 10 აგვისტოს დაფიქსირდა, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.4687 ლარი იყო. 

შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.5650 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2.4750 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 2.5640 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 2.4660 ლარად.