ბანკების პორტფელის სტრუქტურა შეიცვალა. სებ-ის 2023 წლის ანალიტიკური მონაცემების მიხედვით, სესხების წლიურმა ცვლილებამ ბიზნეს სესხების შემთხვევაში 11.7% (2023.03) შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ბიზნეს სექტორის დაკრედიტება 15.5%-ით გაიზარდა.
კონკრეტული სექტორების მიხედვით დაკრედიტების ზრდა თითქმის ყველგან შემცირებულია, 2023 წლის მარტის მონაცემები ასეთია:
ვაჭრობა და მომსახურება 14.4% (2022.03— 12.7%),
ენერგეტიკა -0.6% (2022.03 — 21.3%),
სოფლის მეურნეობა 4.2% (2022.03 — 29.1%),
მშენებლობა 17.5% (2022.03 — 24.3%),
მრეწველობა 8.8% (2022.03 — 14.1%),
ტრანსპორტი 6.5% (2022.03 — 12.5%).
კომერციული ბანკების ბიზნეს დაკრედიტების პორტფელი დაახლოებით 20 მლრდ ლარის ფარგლებშია.