ბიტკოინმა, ხუთშაბათს, 14 აგვისტოს, ისტორიული მაქსიმუმი განაახლა და ერთ მონეტაზე 124 210 დოლარზე მეტს მიაღწია, რადგან ინვესტორები უფრო აქტიურად დაიწყეს რისკიან აქტივებში კაპიტალის ჩადება,-  ამის შესახებ CoinMarketCap-ის მონაცემები მოწმობს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ოთხშაბათ საღამოს, 13 აგვისტოს, ნიუ-იორკში, პირველი კრიპტოვალუტა 123 500 დოლარის ნიშნულს გადააჭარბა, რაც 14 ივლისს დაფიქსირებულ წინა რეკორდს აღემატება.

ანალიტიკოსები ზრდას აშშ-ში უფრო ხელსაყრელ საკანონმდებლო პოლიტიკას უკავშირებენ. 

ზრდას ასევე ხელი შეუწყო აშშ-ში ინფლაციის სტაბილურმა მაჩვენებლებმა და მოლოდინმა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა უკვე სექტემბერში განაკვეთებს შეამცირებს, რაც ხელს უწყობს კაპიტალის გადინებას ტრადიციული აქციებიდან ციფრულ აქტივებში.