„ბლუმბერგის“ ცნობით, ბიტკოინის ფასმა თითქმის ორი კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ირანმა გამოაცხადეს, რომ მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ.
კრიპტოვალუტა 15 ივნისს, აზიის სავაჭრო სესიაზე 3%-ზე მეტით გაიზარდა და ლონდონის დროით დილის 6:00 საათის მონაცემებით, დაახლოებით 65,600 აშშ დოლარი შეადგინა. სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის, ეთერიუმის, ფასი კი 3.7%-ით გაიზარდა და 1,731 აშშ დოლარს მიაღწია.