კომერციული ბანკებისთვის შემოსავლის მთავარ წყაროს მიღებული საპროცენტო სარგებელი წარმოადგენს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი საპროცენტო შემოსავალი „საქართველოს ბანკს“ აქვს, მეორე და მესამე ადგილს კი შესაბამისად „თიბისი ბანკი“ და „ლიბერთი ბანკი“ ინაწილებენ.

2023 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, TOP 5 კომერციული ბანკის საპროცენტო შემოსავალი ასეთია:

საქართველოს ბანკი — 617 112 187 ლარი (2022 წლის 3 თვეში 497 678 387 ლარი იყო), ზრდა 24%.

თიბისი ბანკი — 606 121 423 ლარი (2022 წლის 3 თვეში 490 386 018 ლარი იყო), ზრდა 23.6%.

ლიბერთი ბანკი — 122 692 668 ლარი (2022 წლის 3 თვეში 99 006 628 ლარი იყო), ზრდა 23.9%.

კრედო ბანკი — 108 859 712 მლნ. ლარი (2022 წლის 3 თვეში 102 988 660 ლარი იყო), ზრდა 5.8%.

ბაზის ბანკი — 75 940 526 ლარი (2022 წლის 3 თვეში 47 655 334 ლარი იყო), ზრდა 59%.